вторник, 19 августа 2008 г.

რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი






•მუზეუმი დაარსდა 1950 წელს ცნობილი არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის
•გიორგი ლომთათიძის ინიციატივითა და ძალისხმევით।მის გახსნას საფუძვლად დაედო საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ნაქალაქარის-რუსთავის ტერიტორიაზე უხვად აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა.მუზეუმი გაიხსნა 1953 წლის 1 მარტს.



მისი ფონდები შეიცავს 18 000 ექსპონატს।მუზეუმის პირველ ექსპოზიციაში გამოფენილ იქნა მხოლოდ რუსთავის ნაქალაქარზე მშენებლობის დროს შემთხვევით ნაპოვნი და 1949-1950 წლებში მცირე მასშტაბით არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არქეოლოგიური მასალა.



XX საუკუნის 80-იან წლებში მუზეუმის პატარა შენობას ,მისი დირექტორის ლ.ბასიაშვილის (1963-2000 წწ) თავდადებული მოღვაწეობის შედეგად მიაშენეს თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ორი საექსპოზიციო დარბაზი(1000კვ.მ) და ფონდსაცავი (500 კვ.მ).მუზეუმს შესაძლებლობა მიეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური ცენტრის კუხეთის (რუსთავის)არქეოლოგიური ექსპედიციისაგან მიეღო არამატო რუსთავის,არამედ ისტორიული კუხეთის (გარდაბნის რ-ნი) ვრცელ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა.
გარდა ამისა მუზეუმის ფონდები შეივსო საგარეჯოსა და ქვემო ქართლის რეგიონში მუზეუმის თანამშრომელთა მიერ მოწყობილი ექსპედიციების დროს მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალით।ტრადიციულად იგი ივსებოდა რიგითი რუსთაველი მოქალაქეებისა და კერძო კოლექციონერების მიერ შემოწირული ნივთებითაც.
ამჟამად მუზეუმის მეორე სართულზე გამოფენილია მსოფლიოში ერთადერთი ობობის ქსელებით მხატვრის ია მღებრიშვილის ნამუშევრები,რომელნიც ნებისმიერი ქართველისა თუ უცხოელის აღფრთოვანებას იწვევს।
2000 წლიდან დღემდე რუსთავის მხარეთმცოდნეობის დირექტორია ისტორიკოსი ქალბატონი ნაზი პაჭიკაშვილი,რომელმაც მოგვაწოდა ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია।მანვე გვითხრა,რომ ბოლო წლების მანძილზე აქტიურად იმართება კონკურსი სახელწოდებით ,,ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია.’’ამ კონკურსში აქტიურად იღებს მონაწილეობას ყველა სკოლა.
დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ ქალბატონ ნაზი პაჭიკაშვილს მოწოდებული ინფორმაციისათვის। ჩვენ ძირითადად მისი ნაშრომებით ვხელმძღვანელობდით.